Qualcomm X60 საბაზისო ჩიპი, რომელსაც Apple სავარაუდოდ, iPhone 13-ში გამოიყენებს, დაბალ ორბიტაზე სატელიტურ კომუნიკაციებს დაუკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას appleinsider-ი ავრცელებს.
iPhone 13 Pro მოდელებს დაემატება ახალი ულტრა ფართო კამერის ობიექტივი ავტოფოკუსით. ეს ფუნქცია 2022 წელს გამოშვებულ არა პრო მოდელებზე გავრცელდება.
მოსალოდნელია, რომ Apple iPhone 13-ს შემოდგომაზე, პროდუქციის ხაზის ყოველწლიური განახლების ფარგლებში წარადგენს.
Bloomberg-ის ცნობით, Always On Display ფუნქციის გარდა, iPhone 13-ს 120Hz განახლების სიხშირე და უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტური კონექტორი ექნება.