კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს, ახალ ზელანდიაშიც დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს, ახალ ზელანდიის საზღვარზე დაფიქსირდა.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, С.1.2 შტამი, ოკლენდის საზღვარზე, ივნისის ბოლოს გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი გამოუვლინდა კაცს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა. უწყების ცნობით, ინფიცირებული ჩამოსვლისთანავე იზოლაციაში გადაიყვანე, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

"ჯანდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით აკონტროლებს კორონავირუსის ყველა შტამს, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყველა დადებით ნიმუშში ვირუსის გენომის თანმიმდევრობას ვიკვლევთ", - განაცხადა უწყების პრესსამა.

ცნობისთვის, ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც C.1.2, პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ასევე გამოვლინდა ახალ ზელანდიაში, ასევე ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში.

ამავე თემაზე:

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს