წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

ივლისში, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება,ვაჭრობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2 პროცენტით შემცირდა.