„ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ამ სიტყვებით აღწერს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სპეციალისტებთან შეხვედრას.
„ევროკავშირის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შევხვდით. კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის ექსპერტების რჩევების საფუძველზე მიღებულ ახალ ზომებს მხარს ვუჭერთ. უდიდესი პატივისცემა სამედიცინო პერსონალის ყველა წარმომადგენელს. ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, - წერს ევროკავშირის ელჩი.