საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას ეხმაურება.
,,ძნელია, ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილად, რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს", - წერს კელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს.
ამავე თემაზე:
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს