სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს.
ამავე თემაზე:
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს