ანტონიო გუტერეში: ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

„ამ დღეს, როდესაც ავღანეთი ახალ ფაზაში შედის, შეშფოთება მინდა გამოვთქვა ქვეყანაში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გამო. 18 მილიონ ავღანელს დახმარება სჭირდება. ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, ავღანეთში ყველა მხარემ ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი და უსაფრთხო წვდომა უნდა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ

სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას

ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა