იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი - ნახევარ ფასად.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ ისარგელებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:

1. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;

2. უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

3. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;

4. ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა