საქართველოში 408 663 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 201-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 210 746 აცრა ჩატარდა.

სრულად ვაქცინირებულია 408 663, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.