„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“ - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი კრამონი, არამედ ქართველი ხალხია“, Twitter-ზე მოკლე ტექსტით ეხმაურება.

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა. მიყვარს საქართველო“, - წერს ევროპარლამენტარი.

პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვიოლა ფონ კრამონის შეფასება ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა უარს ვერ იტყოდა იმაზე, რაც არ ეკუთვნოდა.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.