დანიაში, ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო, რესტორნებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარგენა სავალდებულო აღარ იქნება

ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო, დღეიდან, დანიაში, რესტორნებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარგენა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცვლილება რესტორნების გარდა ასევე შეეხება სპორტულ ცენტრებსა და სილამაზის სალონებს.

Euronews-ის ცნობით, დანიის ხელისუფლება იყო პირველი ევროპაში, რომელმაც აპრილიდან შემოიღო კოვიდპასპორტი, როგორც საშუალება, რომ ნელ-ნელა გაიხსნას ქვეყნის ეკონომიკა.

10 სექტემბრიდან ასევე აღარ იქნება საჭირო კოვიდპასპორტის წარდგენა ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებლად.

ამავე თემაზე:

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება