ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა.

"დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ", - წერს ბუიარ ოსმანი.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

ამავე თემაზე:

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ჩრდილოეთ მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება