ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

"რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია აშშ -ს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, როდესაც ის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის კუთხით წინ მიიწევს", - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას.

როგორც ცნობილია, შეხვედრამდე აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე.