რომის პაპის განცხადებით, ვატიკანი ავღანეთში დიპლომატიურ მისიას შეასრულებს

რომის პაპმა ფრანცისკემ დასავლეთი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "აქ ყველა მოვლენა არ იყო გათვალისწინებული", რაც გულისხმობდა დასავლეთის წასვლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც პაპმა განაცხადა, მას არ სურს „განსაჯოს“, მაგრამ „რა თქმა უნდა, ბევრი ტყუილი ითქვა, ალბათ, ახალი ხელისუფლების ("თალიბანის") მხრიდან. მე ვამბობ მოტყუებას ან ბევრ გულუბრყვილო ქმედებას”.

პაპის თქმით, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნო შეასრულებს დიპლომატიურ მისიას ავღანეთში, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო პირების მიმართ შემდგომი ძალადობა.

ამავე თემაზე:

ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს

ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა

ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო