საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე ევროპარლამენტის დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხი განხილვის პროცესშია

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტიდან დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა კორონავირუსის პანდემიაზეა დამოკიდებული.

ასევე წაიკითხეთ: ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს ეუთო ODIHR-ის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება

NDI საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს

„იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს საკითხი პანდემიაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ თემას განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ანდრიუს კუბილიუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად ამ ბმულზე წაიკითხეთ.