გიორგი გახარია თბილისის მერს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართელოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერსკახა კალაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ასევე მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

შესამაბისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათ მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Facebook-ზე.

ნიკა მელია: ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა, პირველ ტურში მე გავიმარჯვებ

კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა