კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, 47 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

„ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა , ის ქუთაისიდან გადმოიყვანეს ბოკერიას კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ. მართვით სუნთქვაზე იყო. გუშინ ღამით კი გარდაიცვალა“,- აღნიშნავენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.