ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ ირანი მეცნიერის მკვლელობისთვის შურს „შესაფერის დროს“ იძიებს

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი აცხადებს რომ ირანი მეცნიერის მკვლელობისთვის „შესაფერის დროს“ შურს იძიებს.

ირანი შურს იძიებს გამოჩენილი მეცნიერის მკლელობისთვის „შესაფერის დროს“, ხოლო ბირთვული სამუშაო კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როუჰანიმ კომენტარი გააკეთა Twitter- ის არხზე, მას შემდეგ, რაც მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს ირანის დედაქალაქთან ახლოს.