ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციების ერთობლიობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული ანტისხეულების თავიდან აცილება შეუძლია.

„დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, როდესაც გვაქვს ვარიანტები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებენ, ვაქცინები კვლავ საკმაოდ ეფექტურია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება COVID 19-ის ახალ ვარიანტს, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს მიხედვით „მიუ“ ეწოდა.

გაერო-ს ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტინის მიხედვით, „მიუ“ მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი.“

ამავე თემაზე:

ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება