NASA-მ საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო

აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტომ (NASA-მ) საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო.

მოდელი სახელწოდებით Joby ეროვნულმა კომპანია Advanced Air Mobility-მ (ААМ) წარმოადგინა. Joby ორ პილოტსა და ოთხ მგზავრს იტევს, ავითარებს 320 კმ/სთ-მდე სიჩქარეს და ერთჯერადი დატენვისას 240 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

AMM იმედოვნებს, რომ 2023-2024 წლებისთვის დაიწყება Joby-ს აქტიური გამოყენება ავიაგადაზიდვებში როგორც ტაქსის, ისე სატვირთო ტრანსპორტის სახით.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებისას უნდა გადაწყდეს, ხმაურის დონეა. ახალი მოდელი, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, საშუალო სტატისტიკურ ვერტმფრენზე 100-ჯერ უფრო ჩუმია. თუმცა ამერიკულ კანონმდებლობაში ამ მხრივ მკაცრი შეზღუდვებია გათვალისწინებული.

ტესტირებისას ასევე საჰაერო ტაქსის მართვადობა და უსაფრთხოება შემოწმდება. ტესტებმა უნდა აჩვენოს, კიდევ რა წინაღობები რჩება აშშ-ის ეროვნულ საჰაერო სივრცეში ავიატრანსპორტის ჩასართავად.