დავით ზალკალიანი: საქართველო ერთგულია თავისი მიზნის - გახდეს NATO-ს წევრი, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ შედეგებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნას ულოცავს.

"ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, გახდეს ალიანსის წევრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს," - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

ამავე თემაზე:

ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციაზე ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა შეცვალა