ქაბულში, ავღანელმა ქალებმა დასაქმებისა და განათლების უფლებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ავღანელმა ქალებმა ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები დასაქმებისა და განათლების უფლებებს მოითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" აიღო კონტროლი ავღანეთზე, ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია რამდენჯერმა გამართეს.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება.

ამავე თემაზე:

მედია: ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს

ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს