ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს

ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ქაბულში აქცია გამართა. აქციის ვიდეოს Twitter-ზე ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის უფროსი საგარეო კორესპონდენტი რიჩარდ ენგელი ავრცელებს.

"მუშაობა, განათლება და პოლიტიკური მონაწილეობა ყველა ქალის უფლებაა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება.

ამავე თემაზე:

ბორის ჯონსონი ავღანეთის საკითხის ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან განხილვას გეგმავს

გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება

მაკრონი: ავღანეთში დესტაბილიზაცია უკონტროლო მიგრაციის ნაკადების საფრთხეს ქმნის. ევროპა უნდა დავიცვათ

ანგელა მერკელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები მწარე, დრამატული და შემზარავია

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება