ამირან გამყრელიძე: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, შეზღუდვის დაწესების სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა, საჭირო გახდება სხვა ალტერნატიული შეზღუდვის დაწესება.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო, ინფექციის გავრცელების. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ შეზღუდვის დაწესების. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ კვირის განმავლობაში რა ტემპით იქნება შემცირება ყოველდღიური ახალი შემთხვევების,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამავე თემაზე:

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა