ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, ჩვილი 25 დღის იყო. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"ჩვილი 25 დღის იყო. ახალშობილი 1 კვირის წინ, 17 დღის იყო, როცა შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო. ერთი კვირის განმავლობაში აგრძელებდა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჰქონდა თანმხლები დაავადებები სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, რესპირატორული დისტრესი. იყო უმძიმეს მდგომარეობაში" ,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გარდა ამისა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა კიდევ ორი პაციენტი. ერთ-ერთი მათგანის აპარატიდან მოხსნა კი გუშინ მოხერხდა.

"ამჟამად ერთი ჩვილი, რომელიც ერთი თვის არის, ისევ მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - აღნიშნა ჩხაიძემ.

ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 684 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 83