მედია: ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია ქაბულში „თალიბანმა“ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა ქალთა უფლებების შესახებ საპროტესტო აქცია დაშალეს. მედიის ცნობით, აქტივისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლესთან დააფიქსირეს პროტესტი, ბანერები ეჭირათ წარწერით: „ჩვენ არ ვართ 90-იანი წლების ქალები", რითაც მიუთითებდნენ ქალთა უფლებების მკაცრ შეზღუდვებზე „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, DW იტყობინება, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ „თალიბანის“ ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ამავე თემაზე: ქაბულში, ავღანელმა ქალებმა დასაქმებისა და განათლების უფლებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს