აშშ-მ ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს სანქციები დაუწესა

აშშ-მ ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. იტყობინება Reuters-ი.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ამერიკელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გატაცების გეგმის უკან დგანან.

„ირანის მთავრობის მხრიდან შეთქმულება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ის ცდილობს, ჩაახშოს კრიტიკული ხმა“, - განაცხადა უწყებამ.

სანქცირებულთა შორის არის ირანში დაზვერვის მაღალჩინოსანი ალირეზა შაჰვაროგი ფარაჰანი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტმა ივლისში აღძრა საქმე, რომლის თანახმად ოთხმა პირმა ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელ-ამერიკელი აქტივისტის და ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის გატაცება და შემდეგ მისი გადაყვანა ვენესუელაში, სავარაუდოდ, ირანში დასაბრუნებლად დაგეგმა.