პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ავღანეთის დატოვებაში დაეხმარა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ქაბულიდან თავის დაღწევაში დაეხმარა.

Foxnews-ის ცნობით, კემბრიჯის ჰერცოგი და ავღანელი ოფიცერი სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ერთად სწავლობდნენ და როდესაც პრინცმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი კურსელი ქაბულს ვერ ტოვებდა, უილიამი ავღანეთში მყოფ დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტს დაუკავშირდა. შტაბის ოფიცრების დახმარებით ავღანელმა სამხედრომ და მისმა ათკაციანმა ოჯახმა ქაბულის აეროპორტი ინგლისში მიმავალი სამხედრო თვითმფრინავით დატოვა.

ცნობისთვის, ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა ქაბულიდან 15 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

ამავე თემაზე:

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა