ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩი სერ ლორი ბრისტოუ მას შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, რაც გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავი ქაბულიდან ბრიტანეთში დაეშვა.

გაერთიანებული სამეფომ ავღანეთში 20 წლიანი სამხედრო მონაწილეობა ამით დაასრულა. 14 აგვისტოს შემდეგ, ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სერ ლორ ბრისტოუმ ავღანეთში მიმდნარე პროცესების მიუხედავად, უარი თქვა ქვეყნიდან წამოსვლაზე, ის ქაბულის აეროპორტში სავიზო საკითხების მოგვარებაში ეხმარება იმ ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ქვეყნის დატოვება სურდათ.

ამავე თემაზე:

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს

ბრიტანეთის ელჩმა ქაბულის დატოვებაზე უარი თქვა. ლორი ბრისტოუ სულ მცირე 6 000 ადამიანს სავიზო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება