ავსტრია და სერბეთი ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობენ

Euronews-ის ინფორმაციით, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ბელგრადში ერთმანეთს შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა ავღანელი ტურისტების მიგრაცია განიხილეს.

კურცმა, რომელიც აქამდეც მკაცრი მიდგომით გამოირჩეოდა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ავღანელი ლტოლვილები მეზობელმა ქვეყნებმა უნდა შეიფარონ.

„მიგვაჩნია, რომ ადამიანებზე, რომლებიც ტოვებენ ავღანეთს, უნდა იზრუნონ მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც ვართ კონტაქტში რეგიონის ქვეყნებთან. ისინი ევროპისკენ არ უნდა გამოემართონ,“- აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს ვუჩიჩიც, თუმცა, აღნიშნა, რომ გამონაკლისის სახით, მხოლოდ ავღანური საფეხბურთო კლუბის - 150 ქალისა და გოგოს მიღებაზეა მისი ქვეყანა თანახმა.

ამავე თემაზე:

ავსტრია ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს