ავღანეთში „თალიბანის“ ძალებმა პოლიციელი ქალი მოკლეს, ამის შესახებ თვითმხილველებმა BBC- ს განუცხადეს. მედია წერს, რომ ქალი ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს. ბრიტანული წყარო აღნიშნავს, რომ მკვლელობა ხდება იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში ქალთა წინააღმდეგ რეპრესიები იზრდება.
BBC- ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ თალიბებმა ბანუ ნეგარი ქმრისა და შვილების თვალწინ დახვრიტეს. მოწმების თქმით, თავდამსხმელები არაბულად საუბრობდნენ.
ბანუ ნეგარი 8 თვის ორსული იყო.