ტექნიკური პრობლემის შემდეგ, თბილისი-ვენის დღევანდელი რეისი - A9 681 შესრულდა. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომოანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
რეისის დაგვიანებით შესრულების მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა, 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაშვებამდე დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი.
„მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე! ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
რა სიგნალი მიიღო ხომალდის მეთაურმა თბილისი-ვენის ავიარეისზე - ტექნიკური პრობლემის დეტალები