კომპანია Pfizer-მა ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო. Wall Street Journal-ის ცნობით, ამის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ვაქცინაცია მას შემდეგ, რაც შესაბამისი ორგანოები პრეპარატის გამოყენების ნებართვას გასცემენ.
ამერიკული მედიის ცნობით, United Airlines-მა უკვე შეასრულა ჩარტერული სატვირთო რეისები მიჩიგანის შტატსა და ბელგიაში. დაგეგმილია რეისები ვისკონსინის შტატსა და გერმანიაშიც.