დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიულ პარტიას 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში ეყოლება 258 წევრი, რაც დემოკრატების ყველაზე დიდი უმრავლესობაა 1992 წლის შემდეგ.


ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის Associated Press-ის, ABC News-ის, CBS News-ის და The New York Times-ის ინფორმაციით, დემოკრატებმა ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა უკვე გაინაღდეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთი კაროლინის მეხუთე ოლქში დემოკრატმა ჩაკ ჰაბარდმა დაამარცხა რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი.


აშშ-ში 2026 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.