„გირჩი“ ბოიკოტის შეწყვეტის პირობას ასახელებს და ამასთან დაკავშირებულ პოზიციას ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან აფიქსირებს.
„მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „დაბარტერება“ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
„დააბარტერო მნიშვნელოვანში არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.