რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს 111 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფო ცოტა ხნის წინ დატოვა.

"ძალიან კარგად ვგრძნობ თავს" - ამის შესახებ მან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

შეგახსენებთ, 111 წლის ქალი დაახლოებით 10 დღე გადიოდა მკურნალობას. ის კლინიკაში დიანფიცირებისთანავე შეიყვანეს.

პაციენტი ლეონილა გვაჯავა თავის 80 წლის შვილთან გურამ ქვარცხავასთან ერთად კლინიკაში მკურნალობდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღემდე რჩება მისი 80 წლის შვილი.

ამავე თემაზე:

111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა