ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ერთერში განაცხადა.
"სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,"- განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე იმოქმედებს.
ამავე თემაზე:
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა