საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 17.1% სრულად ვაქცინირებულია

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 340 062-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%

სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.1%

6 სექტემბერს აიცრა 24 262 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა