"ეპიდემია უკან იხევს და მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლის დაწყება კლასებში დასახელებული თარიღიდან შესაძლებელი იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში შესაძლებელი იქნება დასახელებული თარიღიდან. რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, არის თუ არა 80% აცრილი, გვაქვს პედაგოგების სია, სკოლებისა და რეგიონების ჭრილში. აქედან გამომდინარე, ამის კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მონიტორინგი და ყოველდღიური კომუნიკაცია იმ პედაგოგებთან, რომლებიც უნდა აიცრან", - აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრმა რეგიონების ჭრილში პედაგოგთა ვაქცინაციის გრადაციის მაჩვენებლები დაასახელა.
"ქვემო ქართლი, სამცხე და კახეთი წითელ ზონაშია, ვინაიდან აქ 20%-ზე ნაკლებია ზოგად პოპულაციაში ვაქცინირებულთა რაოდენობა. საჭიროა ამ რეგიონებში მეტი აქტივობა და წახალისება. სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მართავს ადგილზე შეხვედრებს. მწვანე ზონაშია თბილისი, რაჭა და აჭარა. დანარჩენი რეგიონები სულ ცოტათი უსწრებენ კახეთს და ცოტათი ჩამორჩებიან მწვანე რეგიონებს", - განაცხადა ტიკარაძემ.
ამავე თემაზე:
საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა .
სწავლა დისტანციურად განახლდება