იტალია "კლინიკურად დაუცველ" ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, კოვიდვაქცინის მესამე დოზა ამ თვეში ხელმისაწვდომი იქნება "კლინიკურად დაუცველი" ადამიანების ჯგუფებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს მესამე დოზა. მესამე დოზის გამოყენებას სექტემბერში, სუსტი ჯანმრთელობის პაციენტებით დავიწყებთ, როგორიცაა ონკოლოგიური და ორგანო გადანერგილი პაციენტები", - განაცხადა რობერტო სპერანზამ.

ბოლო მონაცემებით, ორშაბათს იტალიაში კორონავირუსის 3,361 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 52 ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი ახლა 129,567-ია.

ამავე თემაზე:

შესაძლოა, იტალიაში კოვიდვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდეს