საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა.
აეროპორტში მას ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ.
ცნობისთვის, ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს.
ამავე თემაზე:
მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა