8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 366 678-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%
სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%
7 სექტემბერს აიცრა 27 011 ადამიანი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.