კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

„მიუ“ ვარიანტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არც მსოფლიოში არსებობს ინფორმაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დაკვირვება, რამდენად ინტენსიურად და რომელ ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება ვირუსი. რაც შეეხება თურქეთში ორი შემთხვევის დაფიქსირებას, ამის გამო, მინისტრი საშიშროებას ვერ ხედავს.

მისივე ინფორმაციით, კლინიკურ ნაწილში სავარაუდოდ, მკურნალობის სხვა მეთოდი არ იქნება.

ცნობისთვის, "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. ეს შტამი ჯერჯერობით 40-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული და ბოლო დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი".