თურქეთში კორონავირუსის "მიუ" შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთში კორონავირუსის დელტა და დელტა+ შტამები ცირკულირებს.
მისი თქმით, თურქეთი აკვირდება სიტუაციას და ამ დროისთვის ახალი ზომების მიღება არ განიხილება.
ცნობისთვის, "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. ეს შტამი ჯერჯერობით 39 ქვეყანაში არის დაფიქსირებული და ბოლო დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი".
ამავე თემაზე:
ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება
ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს
ენტონი ფაუჩი: „მიუ“ ვარიანტს აქტიურად ვაკვირდებით