12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ

საქართველოში 12 წელს გადაცილებულ ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, ვაქცინაცია 6 თვის წინ ჩატარდა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და ერთ-ერთმა მათგანმა კოვიდინფექცია მსუბუქად გადაიტანა კიდეც.

ამის შესახებ ბრიფინგზე იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი იყო.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება, თუმცა მშობლებს სურვილისამებრ შეუძლიათ, ოჯახის ექიმს დღესვე მიმართონ აცრის თხოვნით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

ამავე თემაზე:

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს