ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განიხილავენ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ჩავთოთ ვაქცინაციის პროცესში 60 წელს გადაცილებულები.
როგორც მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდგეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოჯახის ექიმებს დაევალებათ, რომ 60 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებები ჩაუტარონ.
არდა ამისა, მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პენსიონერებისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა. 60 წლის მოქალაქეებისთვის დაშვებას ვაკეთებთ, რომ რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ზოგადად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა ოჯახის ექიმების იქნება, რომლებსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე, მათ კონკრეტულად იციან რამდენი მოქალაქე ჰყავთ 60 წელს გადაცილებული და ასევე ის ადამიანები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებით, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ.
პირველია ოჯახის ექიმების მეტად გააქტიურება უბნებზე და შემდეგია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვინაიდან საბჭოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან, სხვადასხვა ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებებზე ვიმსჯელოთ, რომელიც შეიძლება, მოტივატორი გახდეს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა არა მხოლოდ ეს, ასევე რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ ვკომუნიცირებთ რათა გამოიკვეთოს სხვადასხვა რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს მეტად ეფექტური, იმ კუთის საჭიროებებიდან გამომდინარე", - განაცხადა ტიკარაძემ.
ამავე თემაზე: