ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა შეთანხმებას და უარს ამბობდა

„ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა და ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უხეში ფორმით უარს ამბობდა. ეს მათი მხრიდან შეცდომა იყო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობამ“ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და შედეგად პოლარიზაციის დასრულება გამორიცხული იყო. ასეთ დროს კი მათ ალტერნატივა აღარ დარჩათ. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება შეთანხმების ანულირება იყო.

„ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ და უხეში ფორმით ამბობდა უარს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს იყო შეცდომა მათი მხრიდან. ჩვენ ასეთ ნაბიჯზე წავედით, ისე რომ ამის არავითარი საფუძველი ობიექტურად არ არსებობდა, გარდა ამ საბოტაჟისა, რაც იყო ნეგატიური მოვლენა ოპოზიციის მხრიდან. არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო თავისუფალი და კონკურენტული. არაფერი გვაიძულებდა ჩვენ ამ შეთანხმების ხელმოწერას. ამის მიუხედავად, ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და მთავარი მხარე, ვინც უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების ოპოზიციის მიმართულებით... პოლარიზაციის დასრულება იყო ამ შეთანხმების ამოცანა და თუ ჩვენ გვინდა დოკუმენტის საფუძველზე პოლარიზაცია დავასრულოთ, ბუნებრივია, (პოლიტიკურად დაპირისპირებული) ორი მხარე უნდა აწერდეს ხელს. 100 დღის განმავლობაში რომ ერთი მხარე არ აწერს ხელს და შენ ხარ ერთადერთი მხარე, პოლარიზაციის დასრულება კი არის გამორიცხული, ასეთ დროს ჩვენ ალტერნატივა არ დაგვრჩა. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გაუგებარი იყო, როდესაც დოკუმენტის ანულირების შემდგომ პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას მიესალმნენ.

ასევე გაეცანით:

კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში

ამერიკის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა