საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა.

"სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს.

გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა.

"დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს.

"აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები

კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს

სამხედრო კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს