BBC რუსი მინისტრის დაღუპვის დეტალებზე წერს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ევგენი ზინიჩევი ნორილსკში სწავლების დროს მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. BBC სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის ზნიჩევი სხვის გადარჩენას ცდილობდა.

კერძოდ, ინტერვიუს დროს, მინისტრი ოპერატორ, 63 წლის ალექსანდრე მელნიკთან ერთად კლდის პირას იდგა, ოპერატორი დაეცა და წყალში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მინისტრმა მისი გადარჩენა სცადა, თუმცა კლდის მასაზე დაცემის შემდეგ თავადაც დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა კიტაბო ორონის ჩანჩქერთან, ჩრდილოეთ ციმბირში მოხდა. ნორილსკის დასავლეთით, 165 კილომეტრში.

ამავე თემაზე:

მედია: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა