ფრანკფურტის აეროპორტი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთული ლოგისტიკური გამოწვევისთვის ემზადება. Covid-19-ის ვაქცინების დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპი დარჩა, ხოლო ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომლები მილიონობით საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოზის ტრანსპორტირებისთვის ემზადებიან“, - წერს Euronews-ი.
ფრანკფურტი არის ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების უდიდესი ცენტრი ევროპაში, რის გამოც ის ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს, მილიონობით მოსახლის შეუფერხებლად აცრაში.
კარინ კრესტანი, Lufthansa Cargo-ს ოპერაციების დირექტორმა, უამბო AFP-ს (ფრანგული პრესის სააგენტოს), რომ „სტრესი მატულობს, როდესაც ცხელ ფაზაში შევდივართ“.
კრესტანი, რომელიც ამავდროულად არის ყოფილი მედდა, დარმუნებულია, რომ მისი გუნდი მზად არის დავალებისთვის.